2022 წელს გარდაცვლილები

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ლექსო თორაძე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

ლექსო თორაძე 1952 წლის 30 მაისს თბილისში დაიბადა. პროფესიული მუსიკალური განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1970 წლიდან სწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის  სახელმწიფო  კონსერვატორიაში განაგრძო. 1978 წელს ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა დაამთავრა.  

1983 წელს გასტროლების დროს მან მადრიდში პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა ესპანეთში აშშ-ს საელჩოს. მას შემდეგ ლექსო თორაძე აშშ-ში მოღვაწეობდა და მართავდა გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

კომენტარები