რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 157 წევრმა დაუჭირა, 23-მა კი თავი შეიკავა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს, 17 მაისს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ქვეყანა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა. 

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 7 აპრილს, 93 ხმით 24 წინააღმდეგ, გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მუშაობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნავდა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას შეუჩერებენ მას, ვინც სჩადის ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას". 

კომენტარები