სახვითი ხელოვნება

ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე – ახალი გამოფენა ეროვნულ გალერეაში

Facebook

საქართველოს ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა) უნიკალური გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენის სახელია ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების უნიკალური ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილიც პირველად გამოიფინება. 

გამოფენის ფარგლებში ასევე რამდენიმე ღონისძიება გაიმართება:

  • 15 მაისი 16:00 საათი | ლიზა ჟვანია - ხელოვნება დღეს, კონტექსტი და ხელობა
  • 18 მაისი 20:00 საათი | ღამე მუზეუმში - DJ Night
  • 21 მაისი 16:00 საათი | ლიკა ჭკუასელი - გამოფენის ტური კურატორთან ერთად
  • 22 მაისი (მთელი დღე) - ხატვა მუზეუმში ყველასთვის

Solo-ს მომხმარებელთათვის:

  • 12 მაისი, 19:00 საათი | გურამ წიბახაშვილი - ხელოვნების ზღვარზე
  • 15 მაისი, 18:00 საათი - ხატვა ანკა ბოჭორიშვილთან ერთად

ქართველი მხატვრების ნამუშევრების ხილვა სახვითი ხელოვნების მოყვარულებს 22 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გამოფენის ორგანიზატორი და კურატორია ლიკა ჭკუასელი. ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. გამოფენა თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები