საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე EU-ს კითხვარზე: დიდი სამუშაო ჩატარდა და ხარისხიანად ჩატარდა

ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს - ეს არის ამ კითხვარის ამოცანა, თავადაც გაქვთ ნანახი კითხვები. რაც შეეხება პასუხებს, ყველა პასუხი არის რეალურად ფაქტების კონსტატაცია. იგივე მაგალითად, როცა საქმე ეხება დემოკრატიულ მმართველობას, კითხვები როცა არის დასმული, როგორ არის კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს საკითხები, პრაქტიკაში რა ხდება, ეს ყველაფერი არის სათანადოდ წარმოდგენილი ამ პასუხებში. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე, ეს არის ფაქტების კონსტატაცია.

ძალიან დეტალურია პასუხები, მთლიანობაში 6 000 გვერდამდეა, რამდენიმე დღეში მომზადდა ეს ყველაფერი, დიდი სამუშაო ჩატარდა და ხარისხიანად ჩატარდა ეს ყველაფერი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე.

კომენტარები