დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს.
tbl.ge/5zwv
დაკოპირდა

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ცერცვაძემ 4 მაისს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ფიქრობდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას, რადგან "გულნატკენი და შეურაცხყოფილია".
ამავე თემაზე
- ინფექციური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება
- თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
- ცერცვაძე: ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან წასვლას, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ
- "Честь имею сударь!" – სოსო გოგაშვილი თენგიზ ცერცვაძეს შეხვედრაზე დათანხმა
- თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე შეურაცხმყოფელად, ვთხოვ, შემხვდეს – ცერცვაძე გოგაშვილზე




