კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე.
მიხეილ სააკაშვილი
ჰარცელი: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება
tbl.ge/5ztu
დაკოპირდა

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული კონსილიუმის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




