ჩემის აზრით, ძალიან განსხვავებული პერსპექტივაა; მმართველობის ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგრამ რეალურად, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს გამოცდილება, რადგან ქალები, რომლებიც ხელმძღვანელობაში იყვნენ, მართავდნენ მამაკაცებივით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გოლდა მეირი, ან მარგარეტ ტეთჩერი ფოლკლენდის ომის დროს: ორივე შემთხვევაში, ეს ორი ქალი არ აძლევდა თავს უფლებას, ემართათ როგორც ქალებს. აბსტრაქტული კითხვაა, რა იქნებოდა პუტინი რომ ქალი ყოფილიყო: გამოიჩენდა თუ არა ქალი მსგავს სიმკაცრეს ომში, კომპრომისისა და ნიუანსების გარეშე? არ ვიცი. კონფერენცია, რომელსაც მე ვაწყობ თბილისში, ქალ პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე, კულტურული თუ ეკონომიკური სფეროს ლიდერ ქალებთან, გამიზნულია დისკუსიისათვის სხვადასხვა კონფლიქტებისა და გარკვეული კონფლიქტების მართვაში ქალების მონაწილეობის შესახებ.
tbl.ge/5zru
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Paris Match-თან ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ - სახელმწიფოს სათავეში მყოფი ქალი განსხვავებულად მართავს ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორიც უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.
ზურაბ ზურაბიშვილისალომე ზურაბიშვილის ინტერვიუგოლდა მეირიომი უკრაინაშისალომე ზურაბიშვილიმარგარეტ ტეთჩერი
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




