რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო უკრაინაზე: პროვოკაციით დაიწყო, საზღვრებთან 4 პოზიციაზე რაკეტები განათავსეს

უნდა გესმოდეთ, ჩვენ მოკავშირეები ვართ, რუსული ფედერაციის უახლოესი მოკავშირეები. ჩვენ გვაქვს უმჭიდროესი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. ამას არავისგან ვმალავთ. ფაქტობრივად, ერთიანი არმია გვყავს და ჩვენ ვატარებდით მასშტაბურ წვრთნებს სამხრეთში, ასევე არ ვმალავდით. რუსეთმა ამ სწავლებების დასრულების შემდეგ სამხედროების ნაწილი საომარ ოპერაციაში რომ გამოიყენა... სხვათაშორის, სწავლებების შემდეგ რუსეთმა ბელარუსიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო. ყველაფერი პროვოკაციით დაიწყო. კიდევ ერთხელ, პროვოკაციით. უკრაინელებმა ჩვენი საზღვრების მახლობლად ოთხ პოზიციაზე Точка-У-ს რაკეტები განათავსეს, ბელარუსზე იერიშის მისატანად. ჩვენს ბედზე, სწავლების შემდეგ იქ სამხედროები კიდევ იყვნენ დარჩენილი. რუსებმა ეს გამოიკვლიეს და დაგვეხმარნენ ამ ოთხი პოზიციის დამარცხებაში. [რუსი] ჯარისკაცების ნაწილი ბელარუსიდან უკრაინაში მართლაც შევიდა.

აქედან, რაც აღვწერე, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მგონია, რომ არა. ბოლო მოვლენები, რომლებიც ვითარდება, რომელთაც ვაკვირდებით, არ გაძლევთ უფლებას, რომ მისაყვედუროთ, რადგან აშშ და დასავლეთი, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში ომი დაასრულონ, პრიქით, სიტუაციას ამწვავებენ, აწვდიან იარაღს და ა.შ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი, როგორ ვთქვა... უკრაინაში ძალიან მარტივად იბრძვის. ეს მხოლოდ დასაწყისია და დასაწყისშივე უნდა დასტულდეს. სიტუაციას გამწვავება არ სჭირდება და ჩვენ არ უნდა გვსაყვედურობდეთ, რომ რუსეთის მხარეს ვართ.

ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ომის დაწყების წინ არსებულ მოვლენებსა და რუსეთთან მოკავშირეობასთან დაკავშირებით.

კომენტარები