მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ქართული ოცნების წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

ქართული ოცნების წევრები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას გეგმავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

"ქართული ოცნების წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება იგეგმება. თუ როდის მოხდება ეს, ამას მალე გაიგებთ. თუ ვინ შევა ციხეში, კონკრეტულ გვარებზე მე არაფერი მითქვამს, თუმცა მონახულება მოხდება". - თქვა სუბარმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. 

გარდა ამისა, სააკაშვილის ოჯახმა 5 მაისს კანცელარიასთან აქცია დააანონსა. 6 მაისს კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისსა და ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამართავს.

კომენტარები