მქონდა პატივი, პრემიერმინისტრის ხელიდან მიმეღო პირველი პასუხები პირველ კითხვარზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივიღებთ მეორე კითხვარის პასუხებს. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქმე სიჩქარეს არ ეხება. საქმე ეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რომელსაც გააკეთებს ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.
საქართველო-ევროკავშირი
ჰარცელი EU-ს კითხვარზე: საქმე სიჩქარეს არ ეხება, საქმე ეხება პასუხების ხარისხს
tbl.ge/5zlx
დაკოპირდა

ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
ამავე თემაზე
- დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: რაღაც რელევანტურია, რაღაც არა
- EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა
- "ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში" – EU-ს ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე
- კუბილიუსი: ქართული ოცნებისგან ვერ ვხედავთ ქცევას, რომ მზად არის, შეასრულოს კრიტერიუმები
- ევროპარლამენტარები: კრემლს ტერიტორიის 20%-ის გარდა, ქართული პოლიტიკური ნების ოკუპირება სურს