მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სუბარი: საწყალი სააკაშვილი გიული ალასანიას იმედად დარჩა და თაკო ჩარკვიანი ყვირის კიდევ

ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, თუკი აღარავინ დარჩა გულშემატკივარი ოჯახის წევრების გარდა. კაცი გამოდის სასამართლო პროცესებზე და კატეგორიულად ითხოვს, რომ 200 000 კაცი უნდა დადგეს ქუჩაში. მისი პარტიის წევრები გამოდიან და ხელს იშვერენ უცხოეთისკენ, რომ უცხოეთმა რამე თუ არ გვიშველა, ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვართო. ამ ფონზე საბოლოოდ გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ, თაკო ჩარკვიანი ყვირის. არ მგონია, მათ სააკაშვილს რამე უშველონ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას. ისინი აქციებს აანონსებენ იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ. ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს, 18:00-ზე იწურება. 

კომენტარები