მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე: სააკაშვილი სეირნობის უფლებას არ იყენებს, ასევე არ იღებს წამლების ნაწილს

მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და ბუნებრივია, მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს. 

ასევე უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა, ამას არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სხვათა შორის, ექიმებიც აღნიშნავენ იმას, რომ მას მიეწოდება სრულად, ყველა მედიკამენტი, რასაც საჭიროებს, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მას მიწოდებული აქვს და მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ "ის უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ამას რეგულარული ხასიათით იღებს".

კომენტარები