კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის სტატისტიკა კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება

კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დღეიდან, 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო.

"გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს - დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირბადების ტარების მოთხოვნა ღია სივრცეში 28 მარტიდან მოიხსნა, დახურულ სივრცეში კი - ამ დრომდე სავალდებულო იყო.

გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ მაისს ჩატარდა 4 638 ტესტი და დადასტურდა 51 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.1%, ბოლო 14 დღის - 0.99%, ხოლო ბოლო 7 დღის - 0.84%.

კომენტარები