პირბადეები

2 მაისიდან პირბადე სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება

დღეიდან, 2 მაისიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში დარჩება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა. სხვა დახურულ სივრცეებში, მათ შორის სკოლებსა და სუპერმარკეტებში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

"გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია ძალიან დასტაბილურდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით" - ამბობს ღარიბაშვილი.

პირბადების ტარების მოთხოვნა ღია სივრცეში 28 მარტიდან მოიხსნა, დახურულ სივრცეში კი - ამ დრომდე სავალდებულო იყო.

კომენტარები