კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 51 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.1%-ია

COVID-19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ მაისს ჩატარდა 4 638 ტესტი და დადასტურდა 51 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.1%, ბოლო 14 დღის - 0.99%, ხოლო ბოლო 7 დღის - 0.84%.

ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან თბილისში 36 გამოვლინდა, აჭარაში - 5, იმერეთში – 3, ქვემო ქართლში – 0, შიდა ქართლში – 2, გურიაში – 2, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 0, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 091, საიდანაც 286 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 805 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 67 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 655 221 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 637 293 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 811.

კომენტარები