კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 153 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ჩატარდა 22 312 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 237 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 0.69%-ია, ბოლო 7 დღის - 0.87%, ბოლო 14 დღის კი 1.01% 

153 ახალი შემთხვევიდან თბილისში 76 დადასტურდა, აჭარაში - 9, იმერეთში - 23, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლში - 5, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 8, კახეთში - 10, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1. 

30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 655 098 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 637 037 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 807 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 228 აქტიური შემთხვევაა.

რეანიმაციულ განყოფილებაში 71 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.

კომენტარები