რუსეთი

მოსკოვში 9 მაისის აღლუმს სხვა ქვეყნის ლიდერები არ დაესწრებიან

კრემლმა მოსკოვში მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77 წლისთავისთვის მიძღვნილ 9 მაისის აღლუმზე არც ერთი უცხოელი ლიდერი არ მიიწვია

"ჩვენ არც ერთი უცხოელი ლიდერი არ მოვიწვიეთ. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის საიუბილეო წელი. ეს ჩვენი დღესასწაულია, ეს არის წმინდა დღესასწაული მთელი რუსეთისთვის, ყველა რუსისთვის". - აღნიშნა პესკოვმა. 

კრემლის პრესპიკერმა დამატებით აღნიშნა, რომ "გამარჯვების აღლუმში" არც ალექსანდრ ლუკაშენკოს მონაწილეობაა დაგეგმილი. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 11 000 სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინის ომის ფონზე, ზოგიერთმა სახელმწიფომ, როგორიცაა მოლდოვა და ისრაელი განაცხადეს, რომ ისინი არ გამართავენ გამარჯვების დღის აღლუმს მიმდინარე წლის 9 მაისს.

მანამდე, კრემლი უცხოელ ლიდერებს ყოველ წელს იწვევდა. 2005 წელს, 60 წლისთავის აღსანიშნავად აშშ-ს პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც ჩავიდა მოსკოვში. 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უცხოელ ლიდერთა რიცხვი შემცირდა. 2016 წელს 9 მაისისთვის მოსკოვში მხოლოდ ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი ჩავიდა. 2017 წელს კი მხოლოდ მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი. 2018 წელს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი და ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. 2019 წელს მოსკოვში არავინ მოსულა.

კომენტარები