სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ზურაბიშვილი: ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებს არათუ ემორჩილება, ზედმეტადაც კი ემორჩილება

ეს ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიცი საიდან მოდის ეს, რადგან ხელისუფლებამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და ეს იყო [გამიზნული] შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის, იმის ასახსნელად, რომ არ ვაპირებდით დამატებით ეროვნული სანქციების დაწესებას. რადგან, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი ვართ, მათ შორის, SWIFT-ის და ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები არათუ ემორჩილებიან [საერთაშორისო სანქციებს], არამედ ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ღელავენ, რომ რაიმე ფორმით არ მოხდეს გადახვევა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის, რაც საქართველოს ნამვილად ძვირი უჯდება. 

მეორე საკითხი კი ის არის, რომ საქართველოს ინდივიდუალური სანქციების მხრივ, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი შეუძლია. რუსეთთან რაც გვაქვს ის არის, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი, ჩვენ 90%-ით ვართ ამაზე დამოკიდებული. ახლა დგას გადახდების პრობლენა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტს ვერ განვახორციელებთ. ამასთან, საქართველოსა და რუსეთ შორის, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ვაჭრობაც, მაგრამ ეს ძირითადად ხილია, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად საქმე გვაქვს იმის არასწორად წარმოჩენასთან თუ რას აკეთებს საქართველო და არა სანქციების დაწესებასა ან არ დაწესებასთან.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს.

კომენტარები