კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემია არც დასრულებულა და ჯერჯერობით არც ჩანს, როდის დასრულდება

რასაც მეკითხებით, დასრულდა თუ არა პანდემია, ან მივდივართ თუ არა დასრულებისკენ, ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვნად იქნება – არა. არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია.

ერთმნიშვნელოვნად უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ უკვე ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში...

ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება და ზამთარი, 70% იყოს მოსახლეობის აცრილი. მოგეხსენებათ, აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 5-6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც ჩვენ ბუსტერს ვეძახით.

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები