მედიაში საუბრობენ, თითქოს ეს სატელეფონო საუბარი დაადასტურა ერთ-ერთმა მხარემ, რაც სინამდვილეში, არ დაუდასტურებია, რამდენადაც მოვისმინე. ერთადერთი, მან თქვა, რომ იმ საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა არავის არ დაუდასტურებია. რაც შეეხება ზოგადად ამ კამპანიებს, მათ შორის, ამ ჩანაწერებიდანაც არ მგონია, რომ ბევრმა რამე განსაკუთრებული შინაარსი გამოიტანა. ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებასაც დიდად არ აქვს რეაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რაღაც საკითხების და მათ შორის, ასეთი ჩანაწერების შეფუთვა და სიტუაციის შექმნა, თითქოს რაღაც სკანდალთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, თუ დავუკვირდებით, ერთი, რომ გაურკვეველია, რა ჩანაწერია, საიდან არის, რამდენად ავთენტიკურია და მეორე, შინაარსსაც თუ დავუკვირდებით, იქაც კითხვები წარმოიშვება, რა არის ამ შინაარსში განსაკუთრებით სკანდალური.
ბიძინა ივანიშვილი
პაპუაშვილი ჩანაწერებზე: არ მგონია, რომ ბევრმა რამე განსაკუთრებული შინაარსი გამოიტანა
tbl.ge/5zef
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




