IRI-ის კვლევა

კალაძე IRI-ზე: ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი საზოგადოების მხარდაჭერაა

ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და რა თქმა უნდა, არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე. ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე IRI-ს კვლევაზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (91%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ი,  მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს - 44%-ით.

კომენტარები