ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ჩანაწერზე: თუ ავთენტურია, პრობლემა არაა – უკრაინა პუტინისგან გაზს დღემდე ყიდულობს

დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური - ასეთ შემთხვევაში, არის საუბარი ორ ადამიანს შორის, რომელსაც აკავშირებს ძველი ურთიერთობები, საუბარი არის ძალიან ლაკონიური და საქმე ეხება რარაც ინიციატივას, თუ არ ვცდები, რომელიც უკავშირდება სავაჭრო ურთიერთობებს. სავაჭრო ურთობებს, რაც არის ლეგიტიმური, დაშვებული, ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას აქვს, მაგალითად, გაზის ნაწილში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ნებისმიერი ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობის ფარგლებში, ნებისმიერი საუბარი, ბუნებრივია, არის ლეგიტიმური. თუ ეს არის ავთენტური, ამაში არავითარი პრობლემა არ არის, როდესაც ძველი ნაცნობი გირეკავს და გთავაზობს ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში რაღაც ინიციატივას, შენ როდესაც ამაზე რეაგირებ ძალიან ლაკონიურად, ამაში არაფერი სკანდალური არ არის და ამიტოა, რომ ვერ ააგორეთ ეს თემა. 

ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი და ა.შ. ამ ომის დროს უკრინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან, პუტინისგან ყიდულობს გაზს, მერე გადააქვეს ეს გაზი ევროპის ქვეყნებში და ა.შ. ეს ხდება ომის დროს, უკრაინა აკეთებს ამას - პუტინისგან ყიდულობს დღემდე გაზს

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.

კომენტარები