კრიმინალი

ისანში 1 ადამიანი მოკლეს, 4 კი დაჭრეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ისანში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში 1 ადამიანი მოკლეს, ხოლო 4 დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები