IRI-ის კვლევა

IRI: რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მკაცრად მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

Getty Images

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას, 2022 წლის მარტში მოსახლეობის 34% პასუხობს, რომ "სრულად" უჭერს მხარს. ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2021 წლის ივლისში გამოკითხულთა 56% უჭერდა მხარს სრულად დიალოგის გაღრმავებას, ხოლო 2013 წელს - 82%.

შესაბამისად, ბოლო 10 წლის მაქსიმუმამდეა გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას. კერძოდ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11% იყო, 2013 წელს 1%, 2022 წელს კი - 25%-ია.

ამასთან, 28% გარკვეულწილად მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას, ხოლო 11% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები