IRI-ის კვლევა

IRI: 90% რუსეთს ასახელებს ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს (54%), აშშ-ს (53%) და უკრაინას (45%) მიიჩნევს. მოქალაქეებს რამდენიმე პასუხის გაცემის შესალებლობა ჰქონდათ.

ამასთან ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს. 8% - თურქეთს, 5% - აშშ-ს, 3% კი - სომხეთს. 

რაც შეეხება ეკონომიკურ პარტნიორობას, გამოკითხულთა 45% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 42% - აშშ-ს, 32-32% თურქეთს და უკრაინას, 24% აზერბაიჯანს, 14% - ჩინეთს, ხოლო 11% - რუსეთს. ასევე, 83% ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხის მომტან ქვეყნად საქართველოსთვის სწორედ რუსეთს მიიჩნევს.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები