IRI-ის კვლევა

ყველაზე მეტად ილია II, კალაძე და ზურაბიშვილი მოსწონთ – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (91%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ი,  მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს - 44%-ით.

კვლევის მიხედვით, ერთნაირად მოსწონთ (31-31%) ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. 40%-ს მოსწონს გიორგი გახარია, 39%-ს ირაკლი კობახიძე, ხოლო 37%-ს - თეა წულუკიანი.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები