რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსი ჟურნალისტების დაშინების მცდელობები მარცხისთვის არის განწირული

ვლადიმირ პუტინი

რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსი ჟურნალისტების "დაშინების" მცდელობები უშედეგო იქნება. ამის შესახებ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაზე კანონმდებლების საბჭოს წევრების პირისპირ სიტყვით გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ მთავრობა პატრიოტი ჟურნალისტების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. 

" რუსი ჟურნალისტების დაშინება, რომლებიც პატრიოტულ პოზიციას იკავებენ, განწირულია სრული წარუმატებლობისთვის. პირიქით, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, ეს კიდევ უფრო მეტ ადამიანს შემოიყვანს მათ რიგებში, იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ და მზად არიანდაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები".- თქვა პუტინმა. 

ФСБ-ში 25 აპრილს თქვეს, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. 

აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა.

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც დაგეგმა თავდასხმა და მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის". – თქვა პუტინმა. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ ისინი განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. 

რუსული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს СБУ-სგან იღებდნენ.

კომენტარები