რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედია: ნეონაცისტები სიმონიანისა და კისილიოვის მკვლელობებსაც განიხილავდნენ

მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ ისინი განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. 

"განიხილებოდა იმ ადამიანთა მკვლელობა, ვინც პროპაგანდას ავრცელებენ, ანუ სოლოვიოვი, კისილიოვი, სკაბეევა და პოპოვი, კეოსაიანი, სიმონიანი". – რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ეს სიტყვები დაკითხვაზე ნეონაცისტური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თქვა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს უკრაინის უშიშროების სამსახურისგან იღებდნენ.

ФСБ-ში 25 აპრილს თქვეს, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. 

აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა.

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც დაგეგმა თავდასხმა და მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის". – თქვა პუტინმა. 

კომენტარები