რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოერთვა

რუსეთს 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ამის შესახებ განცხადება ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) გაავრცელა. ტურნირი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის 5-21 მაისს უნდა გამართულიყო. 

"ტურნირში მონაწილე ყველა მოთამაშის, ოფიციალური პირის, ჟურნალისტისა და გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთს 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოვართვათ. რუსეთის ნაცვლად რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ტურნირს, ამას მაისის შუა რიცხვებში გაცნობებთ". - წერს IIHF.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ორგანიზაციამ რუსეთს 2023 წელს დაგეგმილი ჰოკეის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც ჩამოართვა, რომელიც ნოვოსიბირსკსა და ომსკში უნდა გამართულიყო.

აგრეთვე, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებს ორგანიზაციის მიერ გამართულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.

 

კომენტარები