გიორგი მარგველაშვილი

პაპუაშვილი მარგველაშვილზე: ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, დაინიშნება თუ არა ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა, მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკას არაფერს შემატებს. ამის შესახებ პაპიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კავშირს პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ორგანიზაციებს შორის ვხედავთ, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება. ნაციონალური მოძრაობის არსი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხედავენ რომ დემოკრატიული გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ხალხმა მათ ცხრაჯერ უთხრა არჩევნებზე უარს ეუბნება. ცდილობენ, არეულობით, დემოკრატიის გვერდით ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება [...] გიორგი მარგველაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს". – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

დღეს, 26 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მათი ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

ტაბულამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვით ენმ-ს პრესსამსახურს მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი განხილვა საერთოდ არ ყოფილა, - "მარგველაშვილზე ინფორმაციას არ ვადასტურებთ. მსგავსი განხილვა და საუბრები პარტიაში საერთოდ არ ყოფილა".

კომენტარები