აშშ-უკრაინა

ოსტინი: უკრაინას შეუძლია ომის მოგება თუ ექნება შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ "შესაბამისი აღჭურვილობითა და მხარდაჭერით“. 

"გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. ასე რომ, მათ სჯერათ, რომ შეგვიძლია გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ, მათ, შეგვიძლია გამარჯვება თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია", - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ. ისინი კიევში იმყოფებოდნენ. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, უკრაინისთვის კი, ფინანსური და სამხედრო დახმარება. 

კომენტარები