წმიდა ცეცხლის რიტუალი

დეკანოზი ილია: იერუსალიმში ზეციდან ყოველწლიურად არავითარი ცეცხლი არ გადმოდის

არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს.

არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. [...] საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა.

კომენტარები