საქართველო-უკრაინა

ელისაშვილი: მე რომ მკითხოთ, უკრაინასაც ცოტა მეტი მოუვიდა ჩვენთან მიმართებით, უნდა გავუგოთ

პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია. ჯარისკაცებს ან უბრალო მოქალაქეებს ვეკონტაქტებოდი და ისინი გულდაწყვეტილი იყვნენ საქართველოს პოზიციით. მე რომ მკითხოს კაცმა, უკრაინასაც ცოტა მეტი მოუვიდა ჩვენთან მიმართებით, მაგრამ უკრაინელების უნდა გავიგოთ, ისინი არ იმყოფებიან ჩვეულებრივ ვითარებაში, ისინი არიან ომში ჩაბმული და მათთვის პატარა რაღაცაც ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისგან, რომლისგანაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.

ამიტომ, შეიქმნა ძალიან ცუდი ფონი და ძალიან კარგი იყო, რომ საერთო ჯამში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავიდა და თან ჩავიდა თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფით დაკომპლექტებული, ჩამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და არა, ვთქვათ, ცალკე ოპოზიციური დელეგაცია ან ცალკე რამდენიმე დეპუტატი. ეს იყო ძალიან კარგი, რადგან მასპინძელი იყო რადას თავმჯდომარე, მე არ ვიყავი დელეგაციის წევრი, უბრალოდ კიევში ველოდებოდი მათ და შემდეგ შევხვდი, როცა ბუჩადან და ირპენიდან დაბრუნდნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი. პირადი კონტაქტი, პირადი კომუნიკაცია, მით უფრო, ბრძოლაში და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ეს იყო საკმაოდ გამბედავი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის  მხრიდან და ამან, რა თქმა უნდა, გააჯანსაღა ვითარება. იქ კარგი განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან და ერთგვარი შემოტრიალებაა, ასე უნდა გაგრძელდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები