უძრავი ქონების ბაზარი

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი, ფასები 13.1%-ითაა გაზრდილი. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 13.1%-ით, კერძო სახლების კი 14%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა და ვაკე რჩება. ყველაზე იაფად კი, უძრავი ქონების შეძენა სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი. 

საშუალოდ, 1მ2 ახალი საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 4 458 ლარს ($1 468) შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 482 ლარს ($817).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ფასები ბაზარზე, ძირითადად, დოლარში დგინდება, ხოლო ფასების ინდექსი ლარში გამოითვლება.

ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების ფასები დოლარში:

  • მთაწმინდა - $1 468
  • ვაკე - $1 215
  • კრწანისი - $1 035
  • საბურთალო - $1 012
  • ჩუღურეთი - $998
  • დიდუბე - $982
  • ნაძალადევი - $925
  • ისანი - $878
  • გლდანი -$863
  • სამგორი - $817

უძრავი ქონების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამშენებლო ხარჯების ზრდა და სამშენებლო მასალების გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ, ვალუტის კურსის მერყეობითა და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის დონითაა გამოწვეული. 

კომენტარები