რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ რუსულ ბანკებს, ოლიგარქებსა და კრიპტოვალუტის მაინერებს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის ლოგო

უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე, აშშ-მ კიდევ ათობით რუს პირსა და რუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ეხება რუსულ კომერციულ ბანკებსა და კრიპტოვალუტის მაინერ კომპანიას.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო ხაზინაში აცხადებენ, მათ კრიპტოვალუტის მაინერ კომპანიას სანქცია პირველად დაუწესეს. ამას გარდა, სანქცირებულია კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი და კომპანია, რომელთაც ასევე სანქცირებული რუსი ოლიგარქი, კონსტანტინ მალოფიევი უძღვება.

აშშ-ს სახელწმიფო ხაზინაში ხაზს უსვამენ, რომ სანქციებს დაუეწსებენ მათ, ვინც რუსეთს შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება.

24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა რუსეთს რიგი სანქციები დაუწესეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები