რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: ისტორია არ დაივიწყებს იმ ომის დანაშაულებს, რაც უკრაინაში ჩაიდინეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის ქალაქ ბოროდიანსკში ჩავიდა. ამის შესახებ ბელგიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა Twitter-ზე დაწერა.

"ბოროდიანსკში, როგორც ბუჩასა და სხვა ბევრ უკრაინულ ქალაქში. ისტორია არ დაივიწყებს იმ ომის დანაშაულებს, რაც აქ ჩაიდინეს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე". – წერს მიშელი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები