მიხეილ სააკაშვილი

"ექიმის დახმარება მჭირდება" – სააკაშვილი პროცესიდან გაიყვანეს

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას ექიმის დახმარება სჭირდებოდა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

"თუ შეიძლება, ექიმის დახმარება მჭირდება. ოღონდ, ხელი მომკიდეთ". – თქვა სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდნენ, დროებით შეწყდა.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. ამ დრომდე იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

კომენტარები