რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

meduza

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაიღუპა 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 2 818-მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. განახლებულ ანგრისშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 537 კაცია, 327 ქალი, 169 კი ბავშვი, 1 039 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის სქესის გარჩევა კი ვერ ხერხდება.

გაეროს ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა აფეთქებების ფართო ზემოქმედების არეალით იყო გამოწვეული, მათ შორის, მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები