კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა – 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მეორედ

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა. ეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მეორე შემთხვევაა. პირველად, ნულოვანი სიკვდილიანობა საქართველოში 7 აპრილს აღრიცხეს.

19 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  1.32%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.2%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 692 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 591 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 794.

კომენტარები