კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 342 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.53%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 329 ტესტი და დადასტურდა 342 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 161 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.18%.

ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში 160 გამოვლინდა, აჭარაში - 19, იმერეთში – 38, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 26, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 166, საიდანაც 336 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 830 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 73 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 460 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 474 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 794.


კომენტარები