ნიუ-იორკი

ბრუკლინის მეტროში თავდასხმაში ბრალდებული გირაოს უფლების გარეშე დააკავეს

GETTY IMAGES

ნიუ-იორკში, მეტროს მატარებელში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლაში ბრალდებული გირაოს უფლების გარეშე დააკავეს. მას სასამართლო პროცესამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩენა მოუწევს. 62 წლის ფრენკ ჯეიმს მასობრივ სატრანსპორტო სისტემაში "ტერორისტულ თავდასხმაში" ედება ბრალი.

მეტროში 12 აპრილს თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიჭრა. ფრენკ ჯეიმსი 10 ადამიანისთვის სროლასა და მინიმუმ 13 ადამიანის დაჭრაში არის ბრალდებული.

მანამდე, ეჭვმიტანილი დაკავებული იყო ნიუ-იორკში 9-ჯერ, ნიუ ჯერსიში - 3-ჯერ. მეტროში თავდასხმის მოტივის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პროკურორების განმარტებით, ეჭვმიტანილმა გამოაქვეყნა სხვადასხვა ვიდეო ინტერნეტში, სადაც აკრიტიკებდა ნიუ-იორკის მეტროს სისტემას. რამდენიმეჯერ მიმართა ნიუ-იორკის მერს, ერიკ ადამსს, რადგან არ მოსწონდა მეტროს ვაგონებზე "უსახლკაროთა მდგომარეობა".

კომენტარები