ნიუ-იორკი

ბრუკლინის მეტროში კაცმა რამდენიმე ადამიანს ესროლა

Andrew Hinderaker/The New York Times

ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროს სადგურზე კაცმა რამდენიმე ადამიანს ესროლა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10-ს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

ეჭვმიტანილი შავკანიანი კაცია, რომელსაც ნარინჯისფერი ჟილეტი ეცვა და გაზის ნიღაბი ეკეთა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოფიციალური სამსახურებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ თავი აარიდონ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას.

კომენტარები