რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WHO: უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვას ამ დრომდე 70 ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვას 70 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა.

ჯანმოს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებზე რუსეთმა 109 შეტევა განახორციელა, მათ შორის, მარიუპოლის ბავშვთა სახლზე.

ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყვნენ სამხედრო სამიზნეები და მათ უნდა შეეძლოთ უსაფრთხო გარემოში მუშაობა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად ფრონტის ხაზზე და სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე ვითარებაა დაჭრილებისა და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების განაკუთრებული სიმრვალის გამო, ვითარებას ართულებს კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებიც.

კომენტარები