ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდის ადვოკატი: ჯონი დეპმა ჩემს კლიენტზე ბოთლით სექსუალურად იძალადა

Sky News

ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ახალი სასამართლო დავა დაიწყო. ჯონი დეპმა ამბერ ჰერდს პრესაში ტყუილის გავრცელებისთვის და რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის უჩივის. 

სასამართლო საქმის მსვლელობისას ჰერდის ადვოკატმა, ელეინ ბრედჰოფტმა ახალი დეტალები გააჟღერა. 

"ჰერდს საშინელი ამბები გადახდა. დეპმა ტანსაცმელი შემოახია, ბართან შებოჭა და ლიქიორის ბოთლით სექსუალურად იძალადა მასზე". – ამბობს ბრედჰოფტი.

დეპის ადვოკატები ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით ჰერდმა თავად ესროლა არყის ბოთლი ქმარს და ამის დამადასტურებელი სამედიცინო ოქმიც არსებობს.

"ეს საქმე დღეს არ დაწყებულა. 2016 წლიდან დღემდე ქალბატონ ჰერდს არ უხსენებია სექსუალური ძალადობის შესახებ, მან იცის, რომ წააგებს ამ დავას და ამიტომ იტყუება. ბატონი დეპისთვის მსგავსი რამ არავის დაუბრალებია ჰოლივუდში". – ამბობს დეპის ადვოკატი.

2018 წელს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მოგვიანებით გამოცემამ The Sun დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 

დეპმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა. 2020 წელს ლონდონის სასამართლომ მსახიობს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ტაბლოიდში გამოქვეყნებულ სტატიასა და დეპის ყოფილი ცოლის, მსახიობ ამბერ ჰარდის ბრალდებებს სკანდალი მოჰყვა, რომელსაც დეპის კარიერა შეეწირა. მსახიობი დაითხოვეს ფანტასტიკური ცხოველების გადასაღები მოედნიდან, ასევე ამერიკულ Netflix-ზე გაქრა დეპის ფილმები. 

დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ახალი სასამართლო სარჩელი შეიტანა, მოგების შემთხვევაში ჰერდს მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის თქმით, ჰერდთან ურთიერთობაში ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი

კომენტარები