რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ნიგერიისგან მიღებული გაზის რაოდენობა გაიზარდოს

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ევროპულ ქვეყნებში ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ გაავრცელა.

"რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები