თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

ამჟამად თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

შეფერხების პერიოდში მგზავრებს გადაადგილება მხოლოდ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით შეეძლოთ.

კომენტარები