კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 392 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.69%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 138 ტესტი და დადასტურდა 392 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 131 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  1.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.53%.

ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში 177 გამოვლინდა, აჭარაში - 20, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 318, საიდანაც 393 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 925 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 89 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 651 969 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 631 846 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 779.


კომენტარები