რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთმა ჯაშუშობის გამო რუსეთის 6 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა

French Ministry of Foreign Affairs

საფრანგეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის 6 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირები დიპლომატიურ სამსახურს ამოფარებულები, რეალურად ჯაშუშებად მუშაობდნენ.

შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექტორატმა (DGSI) გამოაშკარავა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ ფარული ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 პირი, რომელიც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, საფრანგეთის ეროვნული ინტერესების საპირისპირო საქმიანობას ეწეოდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მიულოცა საფრანგეთის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ვინც რუსეთის ფარული ჯაშუშების ქსელის გაფართოებას ხელი შეუშალა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები