რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თალაკვაძე: პაპუაშვილს არასდროს ჰქონია პრობლემა, უკრაინის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. გარწმუნებთ, რომ ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, საკუთარი პოზიცია სათანადოდ გამოხატოს.

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არასდროს, არც წარსულში და არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნაც, სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაში.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე. 8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა. იმავე დღეს პაპუაშვილმა "განმარტების გარეშე" ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას "არასათანადო" უწოდა. დღეს, 11 აპრილს კი ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მზად არიან უკრაინაში წასასვლელად".

კომენტარები