ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური

მდინარე სუფსიდან უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალებს – საგამოძიებომ 2 პირი დააკავა

ფინანსთა სამონისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს

"ამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ.

ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია" - წერს უწყება.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები